„რუსი დამპყრობლები მელიტოპოლიდან ყირიმისკენ გარბიან“, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
„დამპყრობლები მელიტოპოლიდან გაიქცნენ დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ. ჩონგარის საგუშაგოზე უკვე დამაგრებულია სამხედრო ტექნიკის სვეტები. ეს მოსალოდნელი იყო - უკრაინის სწრაფი შეტევა მათ შანსს არ უტოვებს“, - აღნიშნავს მელიტოპოლის მერი.
როგორც მერმა განაცხადა, იმისათვის, რომ მოპარული საქონელი ზაპოროჟიეს ოლქიდან გამოიტანონ, „მსოფლიოს მეორე არმიის“ სამხედროები უკვე არღვევენ ავტოფარეხებს და იპარავენ სამოქალაქო მანქანებს.