საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოსთან საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.
„112-ში შემოსული ზარის საფუძველზე გამნაღმველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები. არ აღმოჩნდა საეჭვო არაფერი“, - აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.
ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია დანაღმული იყო, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ.