logo_geo
eng_logo
სუსი: აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და საეჭვო არაფერი აღმოჩნდა
- +

14 სექტემბერი. 2022. 01:44

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოსთან საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.

 

„112-ში შემოსული ზარის საფუძველზე გამნაღმველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები. არ აღმოჩნდა საეჭვო არაფერი“, - აღნიშნავენ უწყებაში.

 

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.

 

ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია  დანაღმული იყო, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner