უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ უკვე გაათავისუფლა 8 000 კვადრატული კილომეტრი. მათგან 4 000 კვადრატულ კილომეტრზე სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულდა, ამავე ფართობის ტერიტორიაზე კი ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით დასრულდა სტაბილიზაციის ღონისძიებები 4 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიებზე და სტაბილიზაცია გრძელდება დაახლოებით იმავე ფართობის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, ასევე, დასძინა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი“.