logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი
- +

14 სექტემბერი. 2022. 09:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ უკვე გაათავისუფლა 8 000 კვადრატული კილომეტრი. მათგან 4 000 კვადრატულ კილომეტრზე სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულდა, ამავე ფართობის ტერიტორიაზე კი ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

„ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით დასრულდა სტაბილიზაციის ღონისძიებები 4 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიებზე და სტაბილიზაცია გრძელდება დაახლოებით იმავე ფართობის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ, ასევე, დასძინა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner