logo_geo
eng_logo
ერაყში 11 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა
- +

23 აგვისტო. 2016. 11:07



ერაყის პოლიციამ ქალაქ კირკუკში, შიიტურ მეჩეთთან 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. „შაჰიდის ქამარი" ეკეთა.


ქურთულმა ტელეკომპანია „Kurdistan 24"-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ხსნიან სამართალდამცველები ბავშვს „შაჰიდის ქამარს".


კირკუკის პოლიციის განცხადებით, ბიჭუნას 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. ის ქალაქში 5-6 დღის წინ ჩავიდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner