ერაყის პოლიციამ ქალაქ კირკუკში, შიიტურ მეჩეთთან 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. „შაჰიდის ქამარი" ეკეთა.
ქურთულმა ტელეკომპანია „Kurdistan 24"-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ხსნიან სამართალდამცველები ბავშვს „შაჰიდის ქამარს".
კირკუკის პოლიციის განცხადებით, ბიჭუნას 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. ის ქალაქში 5-6 დღის წინ ჩავიდა.