logo_geo
eng_logo
ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, ფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე ეწყობა
- +

14 სექტემბერი. 2022. 16:24

 

 

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით,  17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული კეთილმოწყობილი სკვერი ეწყობა, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.

 

ამ დროისთვის, შიდა ეზოში უკვე მოეწყო კალათბურთის მინი სტადიონი, სავალი ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათება და ეწყობა ღობე.

 

გარდა ამისა, დასასვენებელ სივრცეში განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა ატრაქციონებით და დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკო ავეჯი.

 

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner