logo_geo
eng_logo
„იმედი“: სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მლნ ლარს აღემატება
- +

14 სექტემბერი. 2022. 18:05

 

 

„იმედის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.

 

ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირადღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.

 

„ქრონიკისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომანქანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner