logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილს გაზსადენის აფეთქების მომზადების კოორდინირება შეეძლო
- +

23 აგვისტო. 2016. 11:12



მათი კოორდინირება, ვინც რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქებას ცდილობდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, - მიიჩნევს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს (ბექა ბ., ვლადიმერ რ., მინდია ვ., ჯაბა მ. და ნური ჭ., ლევან მ. და ირაკლი ბ.). დაკავებულები აპირებდნენ გაზსადენის აფეთქებას, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება. გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში.

 

სანამ უფრო კონკრეტული მონაცემები არ იქნება, რთულია რამის თქმა, მაგრამ ერთი ვერსიით შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯგუფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კოორდინირებდა, რომელიც სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელია. მაგრამ მოვლენებს არ მინდა წინ გავუსწრო, ეს მხოლოდ პირობითი ვერსიაა", - განაცხადა მაისაიამ Sputnik-თან საუბრისას.


ამასთან, ექსპერტი სამხედრო საკითხებში მომხდარს პოლიტიკური ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს და მიიჩნევს, რომ გაზსადენის აფეთქების მცდელობის მიზანი საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაცია იყო.


პოლიტიკური ტერორიზმი - ეს ძალადობის სახეობაა, რომელიც პოლიტიკურ ელფერს ატარებს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების განადგურებისკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე რაღაც დასკვნების გამოტანა შეიძლება. კერძოდ, ამჟამად საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებისკენ ისწრაფვიან და უნდათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გაუარესდეს", - დასძინა მაისაიამ.


თუმცა, კონკრეტულად რომელი ქართველი პოლიტიკოსების ინტერესებშია ტერაქტის მომზადება, ექსპერტმა ამის შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.


მაისაია ყურადღებას აქცევს იმ ვითარებასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბრალდებულებისგან ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების ყიდვა შავ ბაზარზე შეუძლებელია. მათი მიღება მხოლოდ ოფიციალური შეიარაღებული ფორმირებებისგან შეიძლება.


როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრების სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე" მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს" მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner