logo_geo
eng_logo
ფაშინიანი: აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი დასავლეთში ძლიერ პრორუსულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, ხოლო რუსეთში - ძლიერ პროდასავლურ სახელმწიფოდ
- +

14 სექტემბერი. 2022. 19:29

 

 

აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი დასავლეთში ძლიერ პრორუსულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, ხოლო რუსეთში - ძლიერ პროდასავლურ სახელმწიფოდ, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

 

აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს შემდეგ პოლიტიკას: დასავლეთს ეუბნებიან, რომ სომხეთი პრორუსული სახელმწიფოა, პრორუსული ქვეყანაა და რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთში ცდილობენ გაავრცელონ სომხეთში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეა უკრაინის საკითხის ირგვლივ შექმნილი ვითარების კონტექსტში. რუსეთთან კონტაქტების დროს აზერბაიჯანი სომხეთს წარმოაჩენს, როგორც ძლიერ პროდასავლურ ქვეყანას, რომელსაც აქვს ინტენსიური ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან და ცდილობს რუსეთში შექმნას წარმოდგენა, რომ შესაძლოა ღირს სომხეთის დასჯა, - აღნიშნა ნიკოლ ფშინიანმა.

 

სომხეთს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს ფაქტია, ამის უარყოფა არ შეიძლება. სომხეთს ინტენსიური კონტაქტები აქვს დასავლეთის ქვეყნებთან, ეს ასევე ფაქტია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, გვაქვს სტრატეგიული დიალოგი აშშ-თან. მაგრამ კონტექსტი, რომლის წარმოჩენას ცდილობს აზერბაიჯანი, არაფერ შუაშია რეალობასთან, რადგან სომხეთი არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ერთგულია თავისი ვალდებულებების მიმართ, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner