logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
- +

23 აგვისტო. 2016. 11:12



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.



ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყო. იგი დღეს აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მისამართზე 195 ოჯახი ცხოვრობს.



მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ, პოლიტიკურ განვითარებასა და პარტია „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ.



„თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოჰყვება რეალური შედეგი", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner