გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იტალიის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ერთიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში უფრო აქტიური პოზიცია დაიკავონ.
„ისლამისტური ტერორის, სირიაში სამოქალაქო ომის ფონზე ვგრძნობთ, რომ ჩვენი საერთო შიდა და გარე უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და სპეცსამსახურებს შორის ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მერკელის განცხადებით, საზღვრების დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.