უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე იტყობინება, რომ რუსმა აგრესორებმა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმით ქალაქის დატბორვა სცადეს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ამჯერად სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე და კრივოი-როგის დატბორვა სცადეს. ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა, საგანგებო სიტუაციის შექმნა, მშვიდობიანი მოქალაქეების საკვების, ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის და საკვების გარეშე დატოვება შეუძლიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ, ხოლო დამპყრობლები ყველა ქმედებაზე პასუხს აგებენ.