logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარე: რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმით კრივოი-როგის დატბორვა სცადეს
- +

15 სექტემბერი. 2022. 01:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე იტყობინება, რომ რუსმა აგრესორებმა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმით ქალაქის დატბორვა სცადეს.

 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

 

„ამჯერად სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე და კრივოი-როგის დატბორვა სცადეს. ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა, საგანგებო სიტუაციის შექმნა, მშვიდობიანი მოქალაქეების საკვების, ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის და საკვების გარეშე დატოვება შეუძლიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მან თქვა, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ, ხოლო დამპყრობლები ყველა ქმედებაზე პასუხს აგებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner