logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: საზღვრები ყველაზე ცუდი გამოგონებაა, რაც კი ოდესმე პოლიტიკოსებს მოუგონიათ
- +

23 აგვისტო. 2016. 11:19



ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნაციონალიზმზე და ფოკუსირება ევროკავშირის სარგებელზე გააკეთონ.


Euroline.ge- ის ცნობით, ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ, „საზღვრები ყველაზე ცუდი გამოგონებაა, რაც კი ოდესმე პოლიტიკოსებს მოუგონიათ".


იუნკერის თქმით, ევროპა არ უნდა აჰყვეს პოპულისტების ლოზუნგებს.


„იმისთვის, რომ გადავკეტოთ პოპულიზმი, ჩვენ ვალდებული ვართ, არ ავყვეთ პოპულისტებს", -აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ევროქვეყნების მხრიდან მკაცრი სასაზღვრო კონტროლის დაწესებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, კონტინენტი სისხლისღვრის რისკის წინაშეა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner