logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ევროპისთვის, რომ საქართველო აღებული ევროპული კურსის ერთგულია
- +

15 სექტემბერი. 2022. 12:25

 

 

„პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ევროპისთვის, რომ საქართველო აღებული ევროპული კურსის ერთგულია! ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში გარკვეულწილად არის ისტორიული, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურება, ევროსაბჭოში გერმანიის ხმა ხმამაღლა ისმის, მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტს.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, შესრულდეს ევროსაბჭოს მიერ მიღებული 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოსთვის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია:

 

„გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, მასპინძლებმა კი საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღარა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, შესრულდეს ევროსაბჭოს მიერ მიღებული 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოსთვის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია, მმართველი გუნდი პროცესს გამჭვირვალედ წარმართავს, მაგრამ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რაც ევროპელ პოლიტიკოსებში ბუნდოვანებას და იმედგაცრუებას იწვევს.

 

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გერმანიის კანცლერი კმაყოფილია უკრაინის ომთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით და პოზიციით. „ოლაფ შოლცი: კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ ხელს შეუშლის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავის არიდების ყველანაირ მცდელობას“. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება ეძლევა, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულით ცხოვრობს, მათ თანამედროვე პოლიტიკას ფეხი ვერ აუბეს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner