logo_geo
eng_logo
მარტვილის მერმა სკოლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2022. 14:43

 

 

15 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 329  პირველკლასელი დარეგისტრირდა.

 

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner