logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს?
- +

15 სექტემბერი. 2022. 17:17

 

 

„ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ დავალებებს პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილს დავალებებს აძლევდა.

 

„სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე? გოგაშვილი ამით ცდილობს, თავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე მასთან თათბირობდა და თითქოს მის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო. არადა ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე იყო და მეტი არაფერი. ეგეთი სუს-ის უფროსის მოადგილეები მანამდეც ყოფილან, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან. ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა“, - წერს გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner