logo_geo
eng_logo
თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნა
- +

23 აგვისტო. 2016. 11:27



თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნა.


თურქმა სამხედროებმა ასევე დარტყმები განახორციელეს სირიის ქალაქ ჯარაბლუსსა და მანბიჯში ქურთთა რაზმების პოზიციებზე.


ანკარას მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები მზად არიან, ტერორისტების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაცია დაიწყონ.


გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის სასაზღვრო ქალაქ გაზიანთეფში 1500 სირიელი ამბოხებული იმყოფება, რომლებიც ოპერაციის დაწყებას ელოდებიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner