logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე სოსო გოგაშვილზე: „ჩიტის ზღაპრებიდან“ როგორც ირკვევა, 2018 წლამდე საერთოდაც არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს
- +

15 სექტემბერი. 2022. 17:19

 

 

„ტყუილიც რომ აბსურდს ემსგავსება, მაგას მაინც მიაქციეთ ყურადღება და ამ „Deep-ნოდარამ“ ცოტა ლოგიკა ჩაართვევინოს ჩიტს არ ჯობია?“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ დავალებებს პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა.

 

როგორც ქადაგიძე წერს, როგორც ირკვევა 2018 წლამდე ბიძინა ივანიშვილს სოსო გოგაშვილი საერთოდ არ იცნობდა

 

„ზღაპრებში ჩაკარგული ჩიტი“... - ივანიშვილი მე მავალებდა რუსეთის მხარესთან გომელაურის შეხვედრის დაგეგმვას და მერე გომელაურს ავალებდა რუსებთან კონკრეტული საკითხების მოგვარებასო“... ტყუილიც რომ აბსურდს ემსგავსება, მაგას მაინც მიაქციეთ ყურადღება და ამ „Deep-ნოდარამ“ ცოტა ლოგიკა ჩაართვევინოს ჩიტს, არ ჯობია? თუ შენ გავალებდა, ვახო {გომელაური} რაღაში ესაჭიროებოდა და თუ გომელაურთან ჰქონდა მითითება, შენ რაღა შუაში ხარ? ეს ერთი ალოგიკური სიუჟეტია „ჩიტის ზღაპრებიდან“ და როგორც ირკვევა 2018 წლამდე საერთოდაც არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს... მოკლედ, ფენტეზის ჟანრით ვინც ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ კარგ სიუჟეტად გამოიყენოთ „ჩიტის მონათხრობი“, - წერს ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner