logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სოსო გოგაშვილი სააკაშვილის ღალატის პარტიის ერთ-ერთ დეზინფორმატორ აქტორად იქცა
- +

15 სექტემბერი. 2022. 17:25

 

 

„ოფიცრის ღირსების შემარცხვენელმა, საეჭვოდ უცბად გამდიდრებულმა სოსო გოგაშვილმა არაერთი ბინძური ტყუილი იკადრა. ერთ-ერთი გამორჩეულია ის, რომ თურმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და ის იძულებული იყო, ივანიშვილის მითითებები შეესრულებინა.

 

„ოფიცრის ღირსების შემარცხვენელმა, საეჭვოდ უცბად გამდიდრებულმა სოსო გოგაშვილმა არაერთი ბინძური ტყუილი იკადრა. ერთ-ერთი გამორჩეულია ის, რომ თურმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა". ირკვევა, რომ ესეც ჭორიკანა გოგაშვილის, „ნაცების“ ლობისტის მორიგი უსინდისო სიცრუეა. ბიძინა ივანიშვილმა სოსო გოგაშვილი 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში გაიცნო, ვიდრე სუს-ის უფროსის მოადგილე გახდებოდა. ივანიშვილსა და გოგაშვილს შორის მანამდე არანაირი კომუნიკაცია ყოფილა. შესაბამისად, ეს მოღალატე არსება, სახელად სოსო გოგაშვილი იტყუება და დროებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სოსო გოგაშვილი სააკაშვილის ღალატის პარტიის ერთ-ერთ დეზინფორმატორ აქტორად იქცა. „ნაცების“ ფეიკნიუსერი ჯიბის მედიის დონის ფსკერამდე დანარცხებულია“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner