logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, „უმძიმეს დავალებებს“ აძლევდა?
- +

15 სექტემბერი. 2022. 17:57

 

 

„მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და ის იძულებული იყო, ივანიშვილის მითითებები შეესრულებინა.

 

„ირაკლი კობახიძე - მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა, იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო, ეს შეესრულებინა. მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია. გთხოვთ ჩართოთ უმარტივესი ლოგიკა. როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, „უმძიმეს დავალებებს“ აძლევდა? და მეორეც - თუ ისეთი დავალებები იყო, რატომ ასრულებდა? რატომ არ თქვა - არა, „სოსო გოგაშვილი არ იყიდება!“ (ფრაზა ქალბატონი თეას ინტერვიუდან) და რატომ არ გაასაჯაროვა? იქნებ ვინმე სხვა „აძლევდა დავალებებს“ ივანიშვილის სახელით? როგორ გგონიათ, გოგაშვილი იმის ჩიტია, ასე „ჩერეზ-ჩერეზ“ მიეღო „უმძიმესი დავალებები“ და პირდაპირი შეხვედრა არ მოეთხოვა? „ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია, გაცნობის საშუალება რომ მომეცაო, - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან“. აი, ეს არის ყველაფერი, რაც ივანიშვილის და გოგაშვილის „ურთიერთობაზე“ შეიძლება ითქვას“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner