logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: გვინდა, სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა
- +

23 აგვისტო. 2016. 12:00



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", სადაც თემაზე - „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში" საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იმყოფება ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი და ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ რეინერტი.


 

მნიშვნელოვანია, კონფერენციისა და ფორუმის ძირითადი მიზანი - ეს არის სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ასევე თვითმმართველობის როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ამ პროფესორს აქვს ჩვენთან ჩამოტანილი. პრაქტიკულად, ჩვენ გამოგვივიდა ეკონომიკური ფორუმების სერია, რომლის დროსაც ჩვენ საუკეთესო გამოცდილებებს და იმ ცოდნას ვიზიარებთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ნახტომისებურად ჩვენი ეკონომიკა, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში" საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის", საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით იმართება.



კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner