logo_geo
eng_logo
სოფელ ბანძაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაეცნო
- +

15 სექტემბერი. 2022. 18:50

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

 

პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE LLC“ ასრულებს.

 

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner