logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად წმინდა მატათა მოციქულის სახელობის განახლებული გიმნაზია დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2022. 19:39

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად წმინდა მატათა მოციქულის სახელობის განახლებული გიმნაზია დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელბს.

 

მათივე ინფორმაციით, გიმნაზია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა ახალ სასწავლო წელს. გიმნაზიაში ფუნქციონირებს 21 სახელოვნებო და სპორტული სტუდია, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია.

 

გიმნაზია 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საკლასო ოთახები აღჭურვილია ინტერაქტიული დაფებით.

 

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner