logo_geo
eng_logo
CNN: ამ ეტაპზე აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, სავარაუდოდ, არ მიაწვდის
- +

15 სექტემბერი. 2022. 20:21

 

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალოს რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის დახმარების მიდგომა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად უარყოფს შეიარაღების მიწოდებასტან დაკავშირებით უკრაინის ზოგიერთ მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას და დაიბრუნეს ათასობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.

 

აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინის ბოლოდროინდელ წარმატებას განიხილავენ, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ იარაღისა და დაზვერვის სახეობები, რომელსაც დასავლეთი უკრაინას ბოლო თვეებში აწვდიდა, ეფექტური აღმოჩნდა.

 

როგორც ოფიციალურმა წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, აშშ ჯერ კიდევ არ ემხრობა იმას, რომ უკრაინულ ძალებს მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, ასევე ცნობილი როგორც ATACMS, რომელსაც კიევი თვეების განმავლობაში ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner