ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალოს რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის დახმარების მიდგომა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად უარყოფს შეიარაღების მიწოდებასტან დაკავშირებით უკრაინის ზოგიერთ მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას და დაიბრუნეს ათასობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.
აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინის ბოლოდროინდელ წარმატებას განიხილავენ, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ იარაღისა და დაზვერვის სახეობები, რომელსაც დასავლეთი უკრაინას ბოლო თვეებში აწვდიდა, ეფექტური აღმოჩნდა.
როგორც ოფიციალურმა წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, აშშ ჯერ კიდევ არ ემხრობა იმას, რომ უკრაინულ ძალებს მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, ასევე ცნობილი როგორც ATACMS, რომელსაც კიევი თვეების განმავლობაში ითხოვს.