მოსკოვში უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე 35 მონაწილე დააკავეს. აქცია ტრიუმფალურ მოედანზე მიმდინარეობს. დაკავებულთა უმრავლესობა ქალია.
რუსმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ აქცია არასანქცირებული იყო და დაშლისკენ მოუწოდეს.
უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შემდეგ კი გახდება ცნობილი, თუ როდის გამოიტანს სასამართლო მის მიმართ განაჩენს.
უკრაინელი მფრინავის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესები კრემლის ინტერესების გამო ჭიანურდება.