logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე 35 მონაწილე დააკავეს
- +

9 მარტი. 2016. 12:24


მოსკოვში უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე 35 მონაწილე დააკავეს.  აქცია ტრიუმფალურ მოედანზე მიმდინარეობს. დაკავებულთა უმრავლესობა ქალია.


რუსმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ აქცია არასანქცირებული იყო და დაშლისკენ მოუწოდეს.


უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შემდეგ კი გახდება ცნობილი, თუ როდის გამოიტანს სასამართლო მის მიმართ განაჩენს.


უკრაინელი მფრინავის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესები კრემლის ინტერესების გამო ჭიანურდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner