logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში წარმატებულ ქართველ ექიმებს შეხვდა
- +

15 სექტემბერი. 2022. 22:15

 

 

ჯანდაცვის მინისტრი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ აშკელონში იმყოფებოდა, სადაც ისრაელში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმებს შეხვდა. ახალგაზრდა ექიმები „ბარზილაის სამედიცინო ცენტრში“ კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი მათ სამუშაო გარემოს გაეცნო და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც შეხვედრაზე, ქართველმა ექიმებმა აღნიშნეს, კლინიკა კონფლიქტის ზონასთან, ღაზას სექტორთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც, მუშაობა ხშირად საგანგებო რეჟიმში უწევთ.

 

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკაში, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანიაც იმყოფებოდა.

 

ჯანდაცვის მინისტრი თელავივს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც სხვადასხვა, მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner