ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას შედეგად 65 წლის კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.