logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს
- +

16 სექტემბერი. 2022. 00:04

 

 

ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების უპირველესი მიზანი საქართველოს უსაფრთხოებაა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ არ ვართ რომელიმე კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარ მაღალი საფრთხის მატარებელი ვართ. ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner