უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
„იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო პროცედურა. მეტი ინფორმაცია - მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია - ხვალ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ.
ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს. მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.