logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
- +

16 სექტემბერი. 2022. 10:34

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვლადიმირ პუტინმა თავისი ქმედებების შესაბამისი საფასური გადაიხადოს, სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მხარს უჭერს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით. ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძველია, დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისაჯონ. მე მჯერა, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ვლადიმერ პუტინი ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner