logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
- +

16 სექტემბერი. 2022. 10:52

 

 

ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ/მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

„ამ მონაკვეთზე ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო გზის საფარი, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აქ დევნილთა დასახლებაა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით დევნილი ოჯახები წუხდებოდნენ ამ პრობლემით. გზის რეაბილიტაციას ვერ ვიწყებდით, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შესაცვლელი იყო წყალარინების ქსელი და სისტემის განახლებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, „GWP“-მ შეცვალა მოძველებული კომუნიკაციები, რის შემდეგაც გამგეობის დაკვეთით ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

 

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 136 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner