„გინდათ, ახალი ანეკდოტი მოგიყვეთ? ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ხოშტარია შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს.
„გინდათ, ახალი ანეკდოტი მოგიყვეთ? ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს. ე.ი. „ეფესბეშნიცა“ ქალი, კრემლიდან რომ ფინანსდება, ქართული პოლიციის ღირსეულ შეფს ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად ღიად და დაუფარავად აკეთებს“, - წერს ნიკოლეიშვილი.