logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
- +

16 სექტემბერი. 2022. 16:34

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო პროექტის  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც 16, 17 და 18 სექტემბერს  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და  საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქიდან გასასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაასუფთავეს.

 

დასუფთავებისას  დაგროვილი ნარჩენის გატანა კი აიპი „კასპის კეთილმოწყობამ“ უზრუნველყო.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ მოსახლეობას - ნუ დავყრით ნარჩენებს ნაგვის ურნის მიღმა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, უნიკალურ ბუნებას და იმ ადამიანების შრომას, ვინც თქვენთვის სუფთა ქუჩებით გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner