logo_geo
eng_logo
მარტვილში სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებს გაეცნენ
- +

16 სექტემბერი. 2022. 17:14

 

 

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუქითის გორაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გათხრებში მონაწილე არქეოლოგების ინიციატივით, მიმდინარე სამუშაოებს სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებს ექსპედიციის წევრებმა დეტალურად აუხსნეს ქუქითის გორაზე ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ.

 

 აქ არქეოლოგიური გათხრები 2015 წელს დაიწყო. გათხრების შედეგად გამოვლენილია გალავნის 100 მეტრზე მეტი ფრაგმენტი, ტაძრის ნაშთები, იატაკქვეშა საძვალე და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მარტვილის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

 

გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაციხარი, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner