logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, დაინტერესდნენ გახარიას ნარკოსამყაროსთან შესაძლო კავშირით
- +

16 სექტემბერი. 2022. 17:48

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სამოქალაქო აქტივისტის ლადო სადღობელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სადღობელაშვილი გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და მის შედეგებზე საუბრობს. სადღობელაშვილის თქმით, გახარიას გუნდი და მომიტინგე „ბასიანელები“ ერთ სცენარს ათამაშებდნენ და ერთ ნარკოტიკს ყიდდნენ!

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით ჩიხელიძე სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ გახარიას ნარკოტიკებთან შესაძლო კავშირზე, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.

 

„მსურს გამოვეხმაურო ლადო სადღობელაშვილის სტატუსს, რომელიც საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. საუბარი კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და მის შედეგს შეეხება, შედეგი ქართული პოლიციის დისკრედიტაცია და აქციები იყო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

„გაუგებარია, რას ემსახურებოდა სპეცოპერაცია, რადგან მან თავის მიზანს, ნარკორეალიზატორების დაკავებას ვერ მიაღწია, მხოლოდ საძილე საშუალებების გამსაღებელი დაიჭირეს. რეალური დამნაშავეები კი ხელშეუხებელნი დარჩნენ. ფაქტების ერთობლიობა აჩენს ეჭვს, რომ სპეცოპერაციის მიზანი არა დამნაშავეთა დაკავება, არამედ ხმაურის გამოწვევა და ე.წ. ორთქლის გამოშვება იყო. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, დაინტერესდნენ გახარიას ნარკოსამყაროსთან შესაძლო კავშირით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს. არავის აქვს უფლება, პოლიციელის მუნდირი ფეხქვეშ გათელოს, საზოგადოებას მოდელირებული სპეცოპერაცია აჩვენოს და რეალურად ნარკორეალიზატორებთან იყოს გარიგებული“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner