რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.
„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკების პროცესზე და განაცხადა, რომ მას სურს მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერს.