logo_geo
eng_logo
პუტინმა ინდოეთის პრემიერს განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად
- +

16 სექტემბერი. 2022. 20:05

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.

 

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

 

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკების პროცესზე და განაცხადა, რომ მას სურს მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner