რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია.
„პროექტი ძველი რუსთავის რეაბილიტაციას, მისი ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას და აღდგენას გულისხმობს. ჩვენ უკვე ვხედავთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს, რომელიც უკვე დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ეტაპიც ასეთივე წარმატებული იქნება. რუსთავის მერიის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქალაქი განვითარდეს, თუმცა არსებობს მიმდინარე გამოწვევები ეკოლოგიის და წყალმომარაგების სფეროში, რომელთა გადაჭრაშიც ყოველდღიურად ვართ ჩართული და ამ გამოწვევებსაც აუცილებლად დავძლევთ ყველანი ერთად“, - აცხადებს ლაცაბიძე.