logo_geo
eng_logo
პუტინმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააუქმოს
- +

16 სექტემბერი. 2022. 21:45

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები, რომელიც Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნას აფერხებს.

 

„დასკვნა ის არის, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასე გიჭირთ, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის წინააღმდეგ, რომლის მოცულობა წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი ამუშავდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

5 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს.

 

„პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს მიწოდების შემცირებითა და ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების მანიპულირებით. ის [ვლადიმირ პუტინი] დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს წინადადებებს, რათა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგიის მაღალ ფასებს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner