ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის და მსოფლიოს მთავარ საზრუნავს საკვების, სასუქებისა და საწვავის უსაფრთხოება წარმოადგენს.
„მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა და მე გესაუბრეთ თქვენ ტელეფონით ამის შესახებ”, - განუცხადა მოდიმ პუტინს უზბეკეთში რეგიონული უსაფრთხოების ბლოკის სამიტის ფარგლებში და დასძინა, რომ დემოკრატია, დიპლომატია და დიალოგი მსოფლიოს აერთიანებს.
საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ესმის მოდის შეშფოთება უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„მე ვიცი თქვენი პოზიციის შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და ვიცი თქვენი შეშფოთების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - აღნიშნა პუტინმა.