რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს უზბეკეთში შეხვდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა მოლაპარაკებები სამარყანდში გამართეს, სადაც ახლა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც ბრიფინგი დაიწყო, პუტინმა „შეცდომით“ ერდოღანს პრემიერ-მინისტრი უწოდა.