რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უზბეკეთში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მიერ ქვეყნის სამხრეთში წამოწყებულ კონტრშეტევას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებაზე წასვლა „არ სურს“.
„პირველი პირობა არის, რომ ისინი ჩვენს მოთხოვნებს დათანხმდნენ, მაგრამ მათ ეს არ სურთ. ბატონმა ზელენსკიმ გამოაცხადა, საჯაროდ თქვა, რომ ის არ არის მზად და არ სურს საუბარი.
კიევის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაიწყო და ატარებს აქტიურ კონტრშეტევას. ვნახოთ, რა იქნება, როგორ დასრულდება“, - განაცხადა პუტინმა.