logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
- +

16 სექტემბერი. 2022. 23:08

 

 

 

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

 

მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა ყაზახი ოლეგ ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა.

 

პეტრიაშვილი ასევე არის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი,ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

 

რამდენიმე საათის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი 70კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილიც გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner