„რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ბუჩაში გააკეთა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ხარკოვის ოლქში, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსების ყველა დანაშაული აღირიცხება, მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გროვდება.
ამ ყველაფერზე მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს. რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ბუჩაში გააკეთა. ახლა გავიგეთ სრული სიმართლე ხარკოვის ოლქის ამ ნაწილში მომხდარის შესახებ. კარგია, რომ გაეროს სტრუქტურები უკვე ამზადებენ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეწვევა ამ ადგილს იზიუმთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
15 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.