logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ცნობები იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ შემზარავი და შოკისმომგვრელია
- +

17 სექტემბერი. 2022. 01:30

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ცნობები იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ შემზარავი და შოკისმომგვრელია.

 

„უკრაინამ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება შეძლო. ამ ტერიტორიებიდან, კერძოდ იზიუმიდან მოსული ცნობები, რომელიც 440-ზე მეტი ცხედრის სამარხს ითვლის და რომელშიც ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, შემზარავია. ის სავსეა იმ სისასტიკითა და გარყვნილებით, რომლითაც რუსეთი ამ ომს აწარმოებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

15 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner